აშშ:"რუსეთი თავისი გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს კიევის შემოგარენიდან" - კვირის პალიტრა

აშშ:"რუსეთი თავისი გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს კიევის შემოგარენიდან"

ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს, რომ რუსეთი თავისი გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს კიევის შემოგარენიდან, რაც უკრაინაში რუსეთის სტრატეგიის ცვლილების ნიშანია, - ამის შესახებ დასავლური მედია ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

აშშ-ის აზრით, ეს არ არის გადაჯგუფების მოკლევადიანი გეგმა, არამედ უფრო გრძელვადიანი ნაბიჯი, რადგან რუსეთი ხვდება, რომ უკრაინის ჩრდილოეთით წინსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც კიევის მიმართულებიდან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო მანქანების უკან დახევაა ასახული.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ გადაწყვიტეს "მკვეთრად შეამცირონ საბრძოლო მოქმედებები" კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"