რას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, კიევისა და ჩერნიგოვის ირგვლივ, რუსი სამხედროების მიერ დეესკალაციის გეგმების შესახებ? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, კიევისა და ჩერნიგოვის ირგვლივ, რუსი სამხედროების მიერ დეესკალაციის გეგმების შესახებ?

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის ირგვლივ, რუსი სამხედროების მიერ დეესკალაციის გეგმების შესახებ განცხადება "არ არის ცეცხლის შეწყვეტა“.

რუსული სახელმწიფო არხის, RT-სთან საუბრისას მედინსკიმ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში შეათანხმა, "ეხება სამხედრო დეესკალაციას, ორი ძირითადი მიმართულებით - კიევი და ჩერნიგოვი".

"ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ხალხი კიევში, რომელთაც გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებათ, ამიტომ არ გვინდა, რომ ეს ქალაქი დამატებითი რისკის ქვეშ დავაყენოთ“, - განაცხადა მედინსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"