ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა 40-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს - კვირის პალიტრა

ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა 40-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს

კრემლის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ - ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა - დღეს განაცხადეს, რომ სავარაუდო ჯაშუშობის გამო რუს დიპლომატებს გააძევებენ.

ბელგია 21 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სოფი ვილმესის თქმით, ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო მეზობელ ნიდერლანდებთან, რომელიც, თავის მხრივ, 17 რუს დიპლომატს აძევებს. ბელგიამ რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ორი კვირა მისცა.

ოთხი მაღალი რანგის დიპლომატს აძევებს ირლანდიაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ აღნიშნა, რომ მიზეზი რუსი დიპლომატების საქმიანობის „დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტების“ შეუსაბამობა იყო. დუბლინში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება "უპასუხოდ არ დარჩება".

დღეს, ჩეხეთმა ერთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.

”ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ვამცირებთ რუსეთის დაზვერვის ყოფნას ევროკავშირში”, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ინტერპრესნიუსი"