"გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რა­მეა!" - როგორ აფასებს ექსპერტი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რის შე­დე­გებ­ს? - კვირის პალიტრა

"გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რა­მეა!" - როგორ აფასებს ექსპერტი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რის შე­დე­გებ­ს?

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რის შე­დე­გებ­სა და მხა­რე­ებს შე­საძ­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბას აკე­თებს.

მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერს, მას სამ­ხედ­რო ძა­ლით და­უ­პი­რის­პი­რე­დე­ბი­ან ამე­რი­კა, ინ­გლი­სი, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი. ექ­სპერ­ტი თვლის, რომ აღნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა წარ­მო­უდ­გენ­ლად მყარ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს შე­ი­ძენს.

"ჯერ რაც ვი­ცით, შე­საძ­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გია: რუ­სეთ­მა ხელი უნდა მო­ა­წე­როს დო­კუ­მენტს, რომ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში, მას სამ­ხედ­რო ძა­ლით და­უ­პი­რის­პი­რე­დე­ბი­ან ამე­რი­კა, ინ­გლი­სი, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი და ა.შ. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რა­მეა!!! და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ და შე­დე­გად რუ­სე­თი იქ­ნე­ბა მარ­ტო, და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს პი­რის­პირ!!! რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ვუშ­ვათ ხე­ლი­დან, თუ ვხვდე­ბით?! ახლა მთა­ვა­რი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სტა­ტუ­სია.

და ძა­ლი­ან მოკ­ლედ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის სხვა შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ზე, რაც ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია: ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­საძ­ლო გა­რან­ტორ­თა შო­რის ჩი­ნე­თის და თურ­ქე­თის გა­მო­ჩე­ნა; რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი/შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ან საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს დო­ნეც­კის და ლუ­განსკის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტა­ტუ­სი;

უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხის ამა თუ იმ ფორ­მით გა­დაჭ­რის შემ­დეგ, რას უზამს რუ­სე­თი მის მო­თხოვ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში: გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ დე­კემ­ბრის ულ­ტი­მა­ტუმ­ში უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ერ­თნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - ნა­ტო­ზე უა­რის თქმა, ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის და შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­წყვე­ტა, უცხო ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­ლა­გე­ბის აკ­რძალ­ვა.

უკ­რა­ი­ნა წარ­მო­უდ­გენ­ლად მყარ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს იძენს ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, ეყო­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­მია და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა.

რითი ვხვდე­ბით რუ­სე­თის შე­საძ­ლო მო­თხოვ­ნებს ჩვენ?! მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ფლან­გე­ბით, დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლით, არარ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ით, 30 წლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან. ვრცლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ თე­მას" - წერს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.