"ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენკის მოკვლას" - კვირის პალიტრა

"ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენკის მოკვლას"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენკის მოკვლას. ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა ოთხჯერ ისროლეს უშუალოდ პრეზიდენტის ოფისთან. მანვე განაცხადა, რომ დამპყრობლებს სურთ, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის მისიც.

"თქვენი მონა-მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. ვინაიდან მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც ვიდეოკავშირით მიმდინარეობს პროცესი - ნიშნავს საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას მოლაპარაკებებში. თუკი მოლაპარაკება არ იქნება - ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი აზრით, ოკუპანტები არ დაბომბავენ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი კვლავაც შეეცდებიან სხვა საშუალებით გაანადგურონ ფიზიკურად ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ინტერპრესნიუსი"