"ჩვენ ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ"

ვნახოთ, მე ეს არაფერს მეუბნება, ვიდრე არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ჩვენ ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის უკრაინის დედაქალაქ კიევზე სამხედრო თავდასხმებს შეამცირებს.

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „ძლიერი სანქციები“ შენარჩუნდება. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარების გაწევა გაგრძელდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურს დევნებას იმაზე, რაც ხდება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

"ინტერპრესნიუსი"