"ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი, ომი ახლა დაიწყო..." - კვირის პალიტრა

"ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი, ომი ახლა დაიწყო..."

უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, კი­ე­ვი­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დროს დი­ლის ხუთი სა­ა­თია და სრო­ლე­ბის ხმა ის­მის.

"დილა კი­ევ­ში. 5 სა­ა­თია ისე­თი ბა­გა­ბუ­გი მი­დის, რომ მგო­ნი ომი ახლა და­ი­წყო..." - წერს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კი გან­მარ­ტავს: "აშ­კა­რად შე­მო­ტა­ნი­ლი ჭურ­ვე­ბის უკან წა­ღე­ბა არ უნ­დათ და ოღონდ გა­ხარ­ჯონ, უმი­სა­მარ­თოდ ის­ვრი­ან, თან სულ მსხვილ­კა­ლიბ­რი­ანს."

ცნო­ბის­თვის, კი­ევ­ში წუ­ხელ ძლი­ე­რი სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­რა­კე­ტო ცე­ცხლის ხმა ის­მო­და. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ე­ვის შე­მო­გა­რენ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­თა და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მოს­კოვს უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­დან და ჩერ­ნი­გო­ვის შე­მო­გა­რე­ნი­დან ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ნა­წი­ლი გაჰ­ყავს. ამ ფონ­ზე კი უკ­რა­ი­ნის გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ჯა­რის გაყ­ვა­ნა", სა­ვა­რა­უ­დოდ, არის ცალ­კე­უ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის რო­ტა­ცია და მიზ­ნად ისა­ხავს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.