"მათ არ აღიარებენ იდეალურ წყვილად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯედამ ვაჟის მეგობარ მუსიკოსთან რომანის შესახებ ისაუბრა" - კვირის პალიტრა

"მათ არ აღიარებენ იდეალურ წყვილად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯედამ ვაჟის მეგობარ მუსიკოსთან რომანის შესახებ ისაუბრა"

"ოს­კა­რის“ რი­გით 94-ე და­ჯილ­დო­ე­ბას, რომლის ცერემონიალსაც, ალბათ, მთელი მსოფლიო ელოდა, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმითმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში პირველი ოსკარი აიღო, კომიკოს კრის როკს სილა გააწნა.

კინოვარსკვლავმა კრის როკს მეუღლის გადაპარსულ თავზე ხუმრობა არ აპატია, თუმცა მოგვიანებით, ბოდიშიც მოიხადა.

"ჯე­და, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს რო­დის ვი­ხი­ლავ", - თქვა როკმა, ამით კი ფილმ GI Jane-ის მთავარი პერსონაჟი გაიხსენა, რომელიც თმაგადაპარსულია. როგორც ცნობილია, უილ სმი­თის მე­უღ­ლემ, ჯედა პინ­კეტ-სმითმა, ად­რე­ თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა, რა­საც ალო­პე­ცი­ის გამო შე­ე­ჩე­ხა.

ინციდენტის შემდეგ უილ სმითმა განაცხადა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო:

"მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო აკა­დე­მი­ას და ნო­მი­ნი­რე­ბულ კო­ლე­გებს. ხე­ლოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის იმი­ტი­რე­ბას ახ­დენს. მე ახლა რი­ჩარდ უი­ლი­ამ­სი­ვით გა­და­რე­უ­ლი მამა ვარ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი გი­ჟურ საქ­ცი­ე­ლებს გვა­დე­ნი­ნებს“.

როგორც ცნობილია, უილ სმითი და ჯედა 25 წელია, შეუღლებულნი არიან. მათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის საუკეთესო წყვილადაც თვლიდნენ, რომ არა ის აღიარება, რასაც საზოგადოების გაოცება მოჰყვა.

2020 წლის ზაფხულში უილ სმითის მეუღლემ ერთ-ერთ გადაცემაში აღიარა, რომ მას სხვა მამაკაცთან ჰქონდა სასიყვარულო რომანი და ნებართვა უილისგან აიღო. ამ ისტორიის გასაჯაროებისას, შოუში ცოლ-ქმარი ერთად იყო მიწვეული.

„ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რა­ღაც პე­რი­ო­დი ცალ-ცალ­კე გვე­ცხოვ­რა და გაგ­ვე­გო, თუ რა გვა­ბედ­ნი­ე­რებ­და", - თქვა ჯედამ.

ცნობილ გამოცემა GQ-სთან საუბრისას კი უილმა აღნიშნა, რომ მის ცოლს ქორწინებაზე არატრადიციული შეხედულება აქვს:

„ჯედას არასდროს სჯეროდა ტრადიციული ქორწინების... ჯედას ჰყავს ოჯახის წევრები, რომელთაც ჰქონდათ არატრადიციული ურთიერთობა. ის არ გაზრდილა ისე, როგორც მე. ჩვენ გვქონდა დაუსრულებელი დისკუსია იმაზე, თუ რას ნიშნავს სრულყოფილი ურთიერთობა. ზოგიერთი ადამიანი მონოგამიას ირჩევს და ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა ურთიერთობის სრულყოფილებას მიაღწიონ. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა - ერთადერთი საშუალებაა ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ იყო ბედნიერი.

ჩვენ ერთმანეთს ვენდეთ და მივეცით თავისუფლება, ჩვენი გზა რომ ვიპოვოთ. ქორწინება ჩვენთვის არ უნდა იყოს ციხე, თუმცა არავის ვახვევ თავს ჩვენი ურთიერთობის ფორმატს, არავის ვთავაზობ ამ გზას“, - განაცხადა ინტერვიუში უილ სმითმა.

როგორც ცნობილია, უილი და ჯედა 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ, ჯეიდენი და უილოუ. უილ სმითს პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი შვილი ჰყავს.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში უილოუმ განაცხადა, გოგონას ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა და ამაში მხარს დედა უჭერს.

uil-1648638422.jpg

მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად, ბევრჯერ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, თითქოს უილ სმითი ცოლს დაშორდა. მსახიობმა აღნიშნა კიდეც, რომ ისინი ისევ ქორწინებაში არიან და სირთულეებს არ უშინდებიან:

„ქორწინება - ეს ყველაზე რთული და დამღლელი სამუშაოა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც სირთულეების გამო უკან იხევს“, - აღნიშნა ერთხელ მსახიობმა.

მომავალ მეუღლეს ცნობილი ფილმის, „მატრიცას“ პერსონაჟის - ნეობას როლის შემსრულებელი 1990 წელს შეხვდა. იმ პერიოდში უილ სმითი ცნობილი მუსიკოსი იყო, მათ ერთ-ერთ ფილმში ერთადაც ითამაშეს.

პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ უილს ვაჟის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ, ჯედასა და სხვა მეგობრების რჩევით, უილმა სახლი ყოფილი მეუღლის სახლთან ახლოს შეიძინა, რათა ბავშვის ნახვის უფრო მეტი შანსი ჰქონოდა, თუმცა მსახიობის ყოფილი მეუღლე პოზიციას არ თმობდა.

როგორც ამბობენ, სწორედ ჯედა იყო ის ადამიანი, რომელიც უილის ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა და დაემუქრა, თუ ის უილს ბავშვს ისევ არ ანახებდა.

uil2-1648638422.jpg

მეორე ცოლი უილმა დედის თანხმობით მოიყვანა. მსახიობისთვის დედის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, მრავალწლიანი ქორწინებისა და დედის თანხმობის მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ წყვილს მაინც არ აღიარებენ იდეალურ წყვილად, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჯედამ ვაჟის მეგობარ მუსიკოსთან რომანის შესახებ ისაუბრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მუსიკოსი ავგუსტ ალსინი დედას ჯეიდენმა გააცნო.