სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის წინ ჩინეთს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ნაწილი უწოდა - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის წინ ჩინეთს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ნაწილი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მის ჩინელ კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრის წინ მიესალმა ჩინეთს, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ნაწილს, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, ძალიან სერიოზულ ეტაპს განიცდის“.

„ჩვენ, თქვენთან და ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივიწევთ“, - განაცხადა შეხვედრის წინ სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

,,გარდიანის” ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს არ გამოუქვეყნებია ორი მინისტრის განცხადებები, მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი გააგრძელებენ ძალისხმევას, „გლობალური მრავალპოლარულობის წინსვლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციისთვის“.

„მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას საზღვარი არ აქვს, უსაფრთხოების დაცვას საზღვარი არ აქვს, ჰეგემონიის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობას საზღვარი არ აქვს“, - დასძინა ვანგმა.

IPN