"როდესაც უმცროსმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ მამა არ არის სახლში უსარგებლო ნივთი..." - რას წერს ალექსეი არესტოვიჩი?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" სქრინშოტს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას უკვე მილიონი გამომწერი ჰყავს.
არესტოვიჩი წერს: "როდესაც უმცროსმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ მამა არ არის სახლში სრულიად უსარგებლო ნივთი და პრინციპში შეუძლია მისით დაინტერესდეს“.
როგორც ჩანს პოლიტიკოსის ქალიშვილს ძალიან გაუხარდა მამის გულშემატკივრების რაოდენობა. უკრაინულ მედიაში კი მეტად პოპულარულ არესტოვიჩზე ასე ხუმრობენ:
"ვიდრე უკრაინელი ქალები ალექსეი არესტოვიჩზე ოცნებობენ, არის ისეთი ქალი, რომლისგან აღიარებაზეც თავად ოცნებობდა... და ბოლოს და ბოლოს, მამას ჰყავს მილიონი გამომწერი და უმცროსი ქალიშვილიც უკვე განსაკუთრებულ პატივს სცემს მას..."
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ომის დროს მსოფლიომ გაიცნო. ის აქტიურია სოციალირ ქსელში და ხშირად აკეთებს ომის მიმდინარეობაზე განცხადებებს. მას მოქალაქეების მთავარ "დამამშვიდებელს“ და უკრაინელი ქალების გულთამპყრობელ ახალ სექსსიმბოლოსაც კი უწოდებენ.
ალექსეი 2015 წლიდან დაქორწინებულია ანასტასია არესტოვიჩზე, პოლიტიკოსის ცოლი არის ერთ-ერთი უკრაინული გამომცემლობის განვითარების დირექტორი. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს - გოგონა და ვაჟი, ასევე არესტოვიჩს ჰყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. წყვილი იშვიათად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს სოციალურ ქსელში. (წყარო)