"მარიუპოლში რუსები ქალს 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ, რის შემდეგაც გარდაიცვალა - ბავშვს შიშისგან თმა გაუჭაღარავდა" - კვირის პალიტრა

"მარიუპოლში რუსები ქალს 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ, რის შემდეგაც გარდაიცვალა - ბავშვს შიშისგან თმა გაუჭაღარავდა"

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი მა­რი­უ­პოლ­ში ქალს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, რის შემ­დე­გაც ის ის გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბის "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე გავ­რცელ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტის შემ­დეგ ბავ­შვს ში­შის­გან თმა გა­უ­ჭა­ღა­რავ­და.

"მა­რი­უ­პოლ­ში ოკუ­პან­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რიგ-რი­გო­ბით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ქალს მისი 6 წლის ბი­ჭის თვალ­წინ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ვაჟი კი გა­ჭა­ღა­რავ­და. ეს არაა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა - სწო­რედ ამას ნიშ­ნავს "რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.