ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურა - რა ინფორმაცია ვრელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურა - რა ინფორმაცია ვრელდება მედიაში?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

როგორც მდია წერს, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერი მოსკოვისადმი ლოიალობისა საჩვენებლად იყენებს.

რამზან კადიროვი 2007 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია. მედიაში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"