"ამიხსენით, რატომ არის საჭირო აფხაზეთში, ეს სამარცხვინო სასაზღვრო-საბაჟო პოსტი" - რას წერს სომონიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ამიხსენით, რატომ არის საჭირო აფხაზეთში, ეს სამარცხვინო სასაზღვრო-საბაჟო პოსტი" - რას წერს სომონიანი სოციალურ ქსელში?

სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამში წერს, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა. ის უკმაყოფილებას გამოთქვამს სასაზღვრო პოსტის გამო. სიმონიანი მადლობას უხდის ომში მონაწილე სამხედროებს, მათ დედებს და მამებს. "გუშინ ვიყავი აფხაზეთში - მედიაცენტრი გახსნეს. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ვივახშმეთ და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ისინი ახლა ჩვენთან და ჩვენთვის იბრძვიან... ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით ვის სჭირდება [პოსტი] და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის. იქამდე კი, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ, ძმებო!" - წერს სიმონიანი.

"ახლა ამიხსენით, რატომ არის საჭირო იქ, [აფხაზეთში] ეს სამარცხვინო სასაზღვრო-საბაჟო პოსტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნერვების მომშლელი, ღირსების შემლახველი მილიონობით რუსისთვის, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის" - აღნიშნავს მარგარიტა სიმონიანი

წყარო: "რადიო თავისუფლება"