"ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება" - NYT - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება" - NYT

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება იმის გამო, რომ კრემლის ხელმძღვანელს არ მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ, - ინფორმაციას New York Times-ი აშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, უკრაინაზე განხორციელებული შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალური შედეგების შესახებ.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შესახებ თავდაცვის სამინისტროსგან "ყოველ ნაბიჯზე სრულად ინფორმირებული" არ იყო.

IPN