Sky News: "დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშით, უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება" - კვირის პალიტრა

Sky News: "დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშით, უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება"

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა. სამინისტროს თქმით, რუსული ძალები ჩერნიგოვის დაბომბვას აგრძელებენ მიუხედავად დაპირებებისა, რომ ქალაქის ირგვლივ მათი სამხედრო ოპერაციები შემცირდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის 36-ე დღე შესრულდა,მიუხედავად ჯარის გარკვეული ნაწილის გაყვანისა, „კრემლის ჯარი კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით პოზიციების დაკავებას აგრძელებს“.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება.

როგორც Sky News-ი იუწყება, აღნიშნული სადაზვერვო ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირას, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებდა.

IPN