"გამოთხოვება დავით გობეჯიშვილთან" - როგორ გამოაცილეს ქართველი მებრძოლის ნეშტი უკრაინიდან (ფოტო, ვიდეო) - კვირის პალიტრა

"გამოთხოვება დავით გობეჯიშვილთან" - როგორ გამოაცილეს ქართველი მებრძოლის ნეშტი უკრაინიდან (ფოტო, ვიდეო)

უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლი და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი გამ­თე­ნი­ი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

და­ღუ­პუ­ლი გმი­რის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად აე­რო­პორ­ტში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ქარ­თველ მებ­რძოლს, დღეს 12:00 სა­ათ­ზე, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­ი­და­ნაც სა­ღა­მოს, ტყი­ბულ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. და­ღუ­პულ მებ­რძოლს კვი­რას, ტყი­ბულ­ში­ვე დაკ­რძა­ლა­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოს იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ა­ცი­ლეს უკ­რა­ი­ნი­დან ომში და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლი.

"გა­მო­თხო­ვე­ბა და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვილ­თან", - წერს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი მე-4 ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცია, რო­მე­ლიც რუ­სულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს ემსხვერ­პლა. მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი: გია ბე­რი­აშ­ვი­ლი, და­ვით რა­ტი­ა­ნი და ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვაც გახ­დნენ.

ფოტოები იხილეთ ლინკზე

იხილეთ ვიდეო: