პაშა ბანკის კაპიტალი 26 მილიონი ლარით გაიზარდა - კვირის პალიტრა

პაშა ბანკის კაპიტალი 26 მილიონი ლარით გაიზარდა

პაშა ბანკის კაპიტალი, პაშა ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, 26 მილიონი ლარით გაიზარდა.

გაზრდილი კაპიტალი დაეხმარება პაშა ბანკს, პოზიტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში, რომ განავითაროს თავის ხედვა და გახდეს ინოვაციური, ყველა მხარისთვის მომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებების სანდო მიმწოდებელი საქართველოში; ამავე დროს - რეგიონში გამორჩეული სტრატეგიული ინვესტორის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერების, გონივრული სამუშაო პრაქტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და კომპეტენტური გუნდის მიერ მართვის პრინციპებით.

komshi-26-mil-2000x10002-1648713566.jpg

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

პაშა ჰოლდინგი არის გამორჩეული რეგიონული სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, პროფესიული მეწარმეობის სტიმულირებას და რეგიონული ბიზნეს პარტნიორობის ხელშეწყობას.

“ჩვენი აქციონერების გადაწყვეტილება, პაშა ბანკის კაპიტალის გაზრდის შესახებ, არის ბანკის სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელება. მოხარული ვართ ბანკის გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობებით ამ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში. გაზრდილი კაპიტალით უკეთ გავაგრძელებთ ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებების შემუშავებას, როგორც პაშა ბანკის, ისე რე|ბანკის მომხმარებლებისთვის. ეს არის ბანკის გუნდის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური წვლილის შესატანად.“-განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.

რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც 2019 წლიდან ფიზიკურ პირებს უწევს საბანკო მომსახურებას. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი - ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, ღირებულება კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ პროცენტის გადახდის გარეშე.

ტოპ|ქარდის აღება მოსახერხებელია და სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/3IZaidq , რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში.