"ბრიუსმა მურს ტელეფონის ნომერი სთხოვა, მკლავზე პერანგი აიწია და პირდაპირ ხელზე დაიწერა. გვიან კი მის სახლთან ლიმუზინით მივიდა და დაურეკა..." - კვირის პალიტრა

"ბრიუსმა მურს ტელეფონის ნომერი სთხოვა, მკლავზე პერანგი აიწია და პირდაპირ ხელზე დაიწერა. გვიან კი მის სახლთან ლიმუზინით მივიდა და დაურეკა..."

ჰოლივუდის "კერკეტი კაკალი", გერმანელი მსახიობი ბრიუს უილისი მალე 67 წლის გახდება და საბოლოოდ დატოვებს სცენას. ჰოლივუდში უკვე საუბრობენ, რომ ლეგენდარული მსახიობი კინოინდუსტრიის დიდი დანაკარგი იქნება და ბრიუსის კარიერის დასრულება საზოგადოებასაც დააკლდება. უცხოური მედია წერს, რომ უილისი დანაზოგს აგროვებს, აპირებს, რომ პენსიაზე გავიდეს და შვილებთან ერთად ბედნიერი სიბერით დატკბეს, თუმცა სანამ ის საბოლოოდ დატოვებს ჰოლივუდს, შეუსვენებლად, სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ჩნდება. ცოტამ თუ იცის, რომ წარმატებული მსახიობის კარიერას რთული ბავშვობა, რომანტიკული და ზღაპრული პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობის დიდი პრობლემები ახლავს თან.

ბრიუსი გერმანიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, 10 წლამდე ენის ბორძიკით ლაპარაკობდა, ეს პრობლემა მას და მის ოჯახის წევრებს აწუხებდათ და საუბრის დასახვეწად, სამსახიობო წრეზე შეიყვანეს. პატარა ბიჭს მოსწონდა სცენა და სიხარულით მივიდა წრეზე. როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაში პირველი სწორი გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მიიღო, საუბარი დახვეწა, სცენას შეეჩვია, იქ თავისი თავიც იპოვა და სამსახიობო კარიერისკენ აიღო გეზი.

პირველი როლი ბრიუსმა 1980 წელს მიიღო და ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გამოჩნდა, სამსახიობო სივრცე უილისისთვის მეორე სახლი გახდა და პირველ ფილმს მოჰყვა “კერკეტი კაკალი”, “ამერიკული ალყა” “მძარცველები” და კიდევ ათობით ფილმი. წლების განმავლობაში შესრულებულმა როლებმა ბრიუსს მიმართულებაც აარჩევინა - მსახიობს მძაფრსიუჟეტიან, ტრილერის ჟანრის ფილმებში სთავაზობენ როლებს, მსოფლიო ომებზე, მკვლელობებსა და დიდ გამოძიებებზე ფილმები ბრიუსის პერსონაჟს შეეფერება.

როლების გარდა, სახასიათო გარეგნობაც გახდა მისი წარმატების მიზეზი. მსახიობს ადრეულ ასაკში დასცვივდა თმა, ფართო საზოგადოებამ კი უილისი უკვე უთმო გაიცნო და მცირედი კომპლექსი, რომელიც მსახიობს თმის ცვენისგან ჰქონდა გამოწვეული, ხალხის სიყვარულმა და სითბომ გაუქრო.

1987 წელს უილისის ცხოვრებაში სიყვარული გამოჩნდა, მსახიობმა ფილმ “თვალთვალის” პრემიერაზე შავგვრემანი, მომხიბვლელი დემი მური გაიცნო, რომელიც თავის ფორმალურ საქმროსთან ერთად წითელ ხალიჩაზე ანათებდა.

“პირველი შთაბეჭდილება იყო… ვიფიქრე, ღმერთო, როგორი უხეშია, თუმცა ამასთან ერთად - ჯენტლმენი, მომხიბვლელი და გალანტური-მეთქი”, - გაიხსენა დემი მურმა ბრიუსის გაცნობა ერთ-ერთ ინტერვიუში.

uilisi-1648717424.jpg

1987 წლის საღამოს ლოს-ანჯელესში არც უილისი დარჩენილა გულგრილი. იმავე საღამოს ბრიუსმა წვეულებაზე მურს ტელეფონის ნომერი სთხოვა, მკლავზე პერანგი აიწია და მომავალი მეუღლის ნომერი პირდაპირ ხელზე დაიწერა, გვიან კი მის სახლთან მივიდა და დაურეკა.

“საღამოს ის და მისი მეგობარი ლიმუზინით მოვიდნენ, ჩემს სახლთან ახლოს იდგნენ, მირეკავდნენ და მანქანიდან ყვიროდნენ - “ჰეი, დემი”, თითქოს ეს სამყაროსგან ნიშანი იყო, რომ მე ბრიუსისთვის ყურადღება უნდა მიმექცია”, - წერს დემი თავის მემუარებში.

რამდენიმე თვეში უილისმა და მურმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს, მურის ფორმალური საქმრო დავიწყებას მიეცა, ახლა ჰოლივუდი ვარსკვლავურ წყვილზე საუბროდა. კერძო თვითმფრინავები, მხოლოდ მათთვის დახურული რესტორნები - უილისი და მური ზღაპრულ დროს ატარებდნენ. ერთ-ერთ საღამოს ლას-ვეგასში ბრიუსმა დემის ცოლობა სთხოვა და მურმაც დაუფიქრებლად თქვა - დიახ.

ვარსკვლავური ქორწილი ვეგასში გიმართა, ერთი თვის შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გრანდიოზული მეორე ქორწილი მოეწყო. უცხოური მედია წერდა, რომ დემი პირველ შვილზე, რუმერზე სწორედ მეორე ქორწილის ღამეს დაფეხმძიმდა.

“ჩვენი ურთიერთობა იყო ქარიშხალი, რომელიც სრულყოფილ ოჯახად გადაიქცა, ეს ყველაფერი კი ძალიან, ძალიან მალე მოხდა”, - წერს დემი მემუარებში.

1990-იან წლებში, მურსა და უილისს რუმერის შემდეგ მეორე შვილი - სკოტი შეეძინათ. 1994 წელს დიდ ოჯახში ტალულაც გაჩნდა. მსახიობები სამსახიობო კარიერას არ წყვეტდნენ, შვილები მათ წარმატებას კიდევ უფრო ზრდიდნენ, თუმცა სკოტის დაბადების შემდეგ მურსა და უილისზე ხმა გავარდა, რომ წყვილი დაშორების ზღვარზე იყო.

muri-1648717475.jpg

1993 წელს მური ჟურნალების ყდაზე ეპატაჟური ფოტოსესიით გამოჩნდა. დიდი მუცელი და შიშველი სხეული ნიშანი იყო იმისა, რომ ბრიუსი და მური კიდევ ერთ შვილს ელოდებოდნენ და განქორწინება გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. 1994 წელს ტალულა გაჩნდა.

2009 წელს დემიმ მემუარებში თავის ქორწინებაზე აგორებულ ჭორებზე ისაუბრა და უარყო, რომ იმ წლებში მათ პრობლემები ჰქონდათ, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამბობს - როგორც ჩანს, 3 შვილი და ბედნიერი კარიერა არც დემისთვის და არც უილისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

“მე ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრება განვიცადე, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს”, - წერს დემი მემუარებში.

1996 წელს ხმა გავარდა, რომ ბრიუსსა და დემის შორის სხვა ქალი ჩადგა... ბრიუსმა ღალატი არ დაადასტურა, თუმცა - არც უარყო ის. იმ დროს მიცემულ ინტერვიუში, ზოგადად, არეულად და ქაოსურად ილაპარაკა სიყვარულზე და მამაკაცის ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კაცის მთავარ მოთხოვნილებად წარმოაჩინა.

“ვერც ერთი ქალი ვერ დააკმაყოფილებს კაცს ბუნებრივად. რადგან მამაკაცის ბუნება გამრავლებისკენ არის მიდრეკილი, ეს იმპულსი არ ქრება, რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს”, - თქვა ბრიუსმა ინტერვიუში.

“ჩვენ ბევრს ვცდილობთ, თუმცა ცხოველები ვართ, რომლებიც მიდიან საჭმელად და გვიან აანალიზებენ ყველაფერს”, - აღნიშნა ბრიუსმა.

uilisii-1648717506.jpg

გულახდილი ინტერვიუ პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ წყვილს შორის ყველაფერი რიგზე არ უნდა ყოფილიყო. 1998 წელს, 11-წლიანი ქორწინების შემდეგ, მურმა და უილისმა განქორწინება გადაწყვიტეს. მურის თქმით, ბრიუსს ცხოვრებაში რამე ახალი სჭირდებოდა, მურს კი ეს არ სურდა.

“სასაცილოა, თუმცა კმაყოფილი ვარ განქორწინებით, ვამაყობ კიდეც ამით. ვფიქრობ, ბრიუსს ეშინოდა იმის, რომ განშორებას მე გავართულებდი ან ვერ შევეგუებოდი მის გადაწყვეტილებას, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად იყო”,- წერს მური მემუარებში.

2000-იანი წლების დასაწყისში ვარსკვლავური წყვილი დაშორდა, თუმცა ყველასგან გასაკვირად, მათი განშორება დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ხშირად ხუმრობენ, რომ წყვილს დაშორება ასე არასდროს მოხდომია, ბრიუსი და მური ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები არიან, შვილები კი მათ ამის მიზეზს აძლევენ.

მურთან განშორების შემდეგ უილისი 10 წელი ურთიერთობისგან თავს იკავებდა, მისი პატარ-პატარა რომანები არასდროს საჯაროვდებოდა, მურმა კი არა ერთხელ იპოვა ცხოვრების სიყვარული. 2009 წელს ბრიუსის გვერდზე მასზე 23 წლით ახალგაზრდა მოდელი გამოჩნდა, ეს კი ჰოლივუდური მედიისთვის დიდი დღესასწაული იყო.

ბრიუსისა და ახალგაზრდა ემა ჰემინგის რომანი საერთო მეგობართან დაიწყო, როდესაც მარტოხელა ბრიუსმა მომხიბვლელი გოგონა შენიშნა და გადაწყვიტა, მრავალწლიანი მარტოობა დაესრულებინა. უილისი და ჰემინგი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაქორწინდნენ.

“ჩემთვის რთული იყო დემისთან განშორება, სიყვარული ამ განშორების პასუხია”, - თქვა ბრიუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

uiliss-2-1648717539.jpg

“ბოლო 10 წელი მარტოობაში გავატარე, უმეტესწილად უბედური ვიყავი. ამ დროის განმავლბობაში არასდროს მიფიქრია, რომ სხვასთან ყოფნა გამოსავალი იქნებოდა. ვამბობდი ხოლმე, მარტო ვარ, მაგრამ მარტოსული არ ვარ-მეთქი, თუმცა ემას გამოჩენამ დამარწმუნა, რომ ჩემს ცხოვრებას სიყვარული აკლდა, ნელ-ნელა ჩემი ყოველდღიურობა უფრო ბედნიერი ხდებოდა”, - გულახდილად აღიარა უილისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ემა ჰემინგი უილისი ბრიუსის ცხოვრებაში მართლა ნათელი წერტილი და სხივი აღმოჩნდა, ბრიუსმა მეორე ოჯახი შექმნა და ემასთან მეიბელი და ეველინი ეყოლა, სამსახიობო კარიერაში დიდი გამოცდილებაც დააგროვა და ერთიანი ოჯახი შეკრა.

უკვე 10 წელზე მეტია ბრიუსი და ემა ქორწინებაში არიან, პარალელურად, ბრიუსი და დემი მეგობრობას არ წყვეტენ, ოჯახურ შეკრებებს კვირაში რამდენჯერმე აწყობენ და ფოტოებიდან ჩანს, რომ დემი და ემა ერთად ცდილობენ თავიანთ შვილებს ბედნიერი მომავალი შეუქმნან.

foto-1648717738.jpg

2019 წელს ემამ სოციალურ ქსელში ბრიუსს ქორწინების 10 წლის იუბილე მიულოცა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი მოჰფინა მათ წრფელ სიყვარულს.

“ჩვენ 10 წლის წინ ვთქვით "დიახ" და კიდევ ვიტყვით, 10 წლის შემდეგ”, - დაწერა ჰემინგმა სოციალურ ქსელში.

პანდემიის დაწყება უილისების ოჯახში ჰოლივუდისთვის მეტად სახალისო გამოდგა. ბრიუსი მურთან, ემასთან და ბავშვებთან ერთად ერთ დიდ სახლში იყო. მსახიობები შვილებთან საუკეთესო დროს ატარებდნენ, ერთნაირ სამოსს იცვამდნენ და საზოგადოების გაოცებას აგრძელებდნენ.

2020 წელს, მამების დღეს, მურმა სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტო დადო, სადაც ის, ბრიუსი, ემა და შვილები არიან, ფოტოს კი წარწერა დაურთო:

“გილოცავ მამების დღეს, საუკეთესო მამა ხარ და გაუმართლათ შენს შვილებს, რომ ჰყავხარ”.

უკვე 2022 წელია, უილისების ოჯახში არაფერი შეცვლილა, თუმცა ყველაფერ კარგსაც შეიძლება მცირედი ცუდი ამბავი ახლდეს. ცოტა ხნის წინ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გერმანელ მსახიობს დემენცია აქვს, ბრიუსი უკვე 67 წლის არის და დემენციის ნიშნები ცხადად იკვეთება, ავიწყდება ციფრები, ტექსტი და მნიშვნელოვანი დეტალები.

მსახიობი მეხსიერებას კარგავს, ეს კი მისი კარიერისთვის დამღუპველია.

დღეს ოჯახ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ოჯა­ხი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს აფა­ზია და­უდ­გინ­და, რაც მე­ტყვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის და­კარ­გვას ნიშ­ნავს.

ამის გამო, ბრი­უ­სი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას წყვეტს.

მისი შვი­ლის, რუ­მერ უი­ლი­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ბრი­უ­სის ოჯახს მისი ძვირ­ფა­სი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გვსურ­და გვეთ­ქვა, რომ ჩვენს საყ­ვა­რელ ბრი­უსს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და აფა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რაც მის კოგ­ნი­ტი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

ამ მი­ზე­ზის გამო, ბრი­უ­სი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობ­და - თავს ანე­ბებს. ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვი­საც გა­მოც­დაა. თქვენს სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ“, - წერს მსა­ხი­ო­ბის შვი­ლი.

"რო­გორც ბრი­უ­სი ამ­ბობს ხოლ­მე, ცხოვ­რე­ბით დატ­კბი­თო, ყვე­ლა­ნი ამის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ“, - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბის შვი­ლი..

ცნო­ბის­თვის, აფა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარს კარ­გა­ვენ. ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­სულ­ტით, თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბით, ტვი­ნის სიმ­სივ­ნით.

(სპეციალურად საიტისთვის)