შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა - კვირის პალიტრა

შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.