იგორ დოლგოვმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა - კვირის პალიტრა

იგორ დოლგოვმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი უკრაინაში რუსეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა.

დავით გობეჯიშვილი საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. მანამდე რუსული აგრესიის მსხვერპლი ქართველი მებრძოლები: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა გახდნენ.

ინტერპრესნიუსი