"რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან - ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევას ველოდოთ" - კვირის პალიტრა

"რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან - ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევას ველოდოთ"

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსული ჯარები გადაჯგუფებას ახორციელებენ. მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე დამატებითი შეტევებია მოსალოდნელი.

„ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და დონბასის რეგიონში, შეტევა გააძლიეროს. ამავდროულად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე, ზეწოლას აგრძელებს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევით ქმედებებს ველოდოთ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

IPN