"დიახ, მანქანა ქალის საქმეა“ - 25 წლის ლიკა მაისურაძე „თეგეტას“ სერვისცენტრიდან - კვირის პალიტრა

"დიახ, მანქანა ქალის საქმეა“ - 25 წლის ლიკა მაისურაძე „თეგეტას“ სერვისცენტრიდან

მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნი მამა ფიქ­რობ­და, რომ ეს ხე­ლო­ბა და მით უმე­ტეს, მე­ქა­ნი­კო­სო­ბა ქა­ლის საქ­მე არ არის. დე­დას უნ­დო­და, შვი­ლი იუ­რის­ტი გა­მო­სუ­ლი­ყო. პა­ტა­რა გო­გო­ნას კი სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და. ჯერ მან­ქა­ნე­ბით თა­მა­შობ­და, და ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ხვდე­ბო­და, სა­თა­მა­შო­ე­ბი­დან ნამ­დვილ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო. უბ­რა­ლოდ კი არ ოც­ნე­ბობ­და, არა­მედ მი­ზა­ნი და­ი­სა­ხა. დე­დას არ აწყე­ნი­ნა, იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად მა­მას სამ­სა­ხურ­ში დაჰ­ყვე­ბო­და და მან­ქა­ნას სიღ­რმი­სე­უ­ლად სწავ­ლობ­და.

"მა­მას ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დი და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დი იყო მისი საქ­მე, თუმ­ცა ამას არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ. რთუ­ლი საქ­მე თით­ქოს მი­ზი­დავ­და კი­დეც. თან რომ ვხე­დავ­დი, თავს ვარ­თმევ­დი, სტი­მუ­ლიც მე­მა­ტე­ბო­და. არა­ერთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში ვი­მუ­შა­ვე, ელი­ა­ვა­ზეც მათ შო­რის. უკვე 4-წლი­ა­ნი სტა­ჟი მაქვს. გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და სტრე­სუ­ლი ეტა­პიც გა­ვი­ა­რე. რად­გან გოგო ვარ, მომ­ხმა­რე­ბე­ლიც და ხე­ლოს­ნე­ბიც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­მიქ­ვამ­დნენ, გამ­ქცე­ვია კი­დეც მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, უკან და­ხე­ვა არც მი­ფიქ­რია“, - ლიკა მა­ი­სუ­რა­ძე, მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი.

დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არ აში­ნებ­და, თუმ­ცა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის მშვი­დად კე­თე­ბა­ზე ფიქ­რი არას­დროს შე­უ­წყვე­ტია. „თე­გე­ტა­ში“ ბე­დის ცდა მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია. „თე­გე­ტას“ სატ­ვირ­თოს მე­ქა­ნი­კო­სი ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბიც მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­და და თა­ვა­დაც უნ­დო­და ემუ­შა­ვა კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის­თვი­საც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და რად­გან ნუ­ლი­დან არ ვი­წყებ­დი და გა­მოც­დი­ლე­ბაც მქონ­და, მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სად ამიყ­ვა­ნეს. ვგრძნობ, მენ­დო­ბი­ან და ძა­ლი­ან მინ­და, იმე­დე­ბი გა­ვუ­მარ­თლო. თბი­ლი გა­რე­მოა, მე­ნე­ჯე­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ხე­ლოს­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა მზა­დაა, და­მეხ­მა­როს. კარ­გად მეს­მის, რთულ საქ­მეს შე­ვე­ჭი­დე, თუმ­ცა არ მი­ჭირს. ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო არ მა­ში­ნებს, რაც უფრო პრობ­ლე­მუ­რია მან­ქა­ნა, მით უფრო კმა­ყო­ფი­ლი ვარ მეც“, - ლიკა მა­ი­სუ­რა­ძე, მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი.

სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას არას­დროს კარ­გავს. თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს და არც ერთი წა­მის ფუ­ჭად გაფ­ლან­გვა არ სურს. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე აკ­ვირ­დე­ბა და ეხ­მა­რე­ბა ხე­ლოს­ნებს. მის მიერ წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რთუ­ლი სა­მუ­შა­ოს და­ნახ­ვი­სას კი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მო­ტი­ვა­ცი­ას უმაღ­ლებს.

"მინ­და, ვიყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ილა­პა­რა­კებს, რომ „თე­გე­ტას“ ჰყავს ქალი მე­ქა­ნი­კო­სი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­გა­რია. ასე შევ­ძლებ, და­ვამ­სხვრიო სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნო, რომ ქა­ლებს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია, რა­საც მო­ვინ­დო­მებთ“ , - ლიკა მა­ი­სუ­რა­ძე, მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი.

ბავ­შვო­ბა­ში ორი ოც­ნე­ბა ჰქონ­და - გამ­ხდა­რი­ყო მან­ქა­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ქა­ნი­კო­სი, რის მი­საღ­წე­ვა­დაც თავს არ ზო­გავს და ახლა სწავ­ლის პრო­ცეს­შია. სა­მო­მავ­ლოდ კი სატ­ვირ­თოს მძღო­ლო­ბა­საც აპი­რებს. იცის, ამის­თვი­საც გა­მო­ნა­ხავს დროს და არც ამ სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იმი­ტომ რომ,

"თუ რა­ი­მე გუ­ლით გინ­და, არ უნდა და­ნებ­დე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას ფიქ­რო­ბენ სხვე­ბი. ეს დიდი ძა­ლის მომ­ცე­მია და ყვე­ლა­ფერს შე­გაძ­ლე­ბი­ნებს“.

-------

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ შე­სა­ხებ: ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 1995 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 29 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 400 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.