ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით"არამეგობრულმა" ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით"არამეგობრულმა" ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, "არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუსულ რუბლებში უნდა გადაიხადონ, ხოლო კონტრაქტები შეწყდება თუ ეს გადახდები არ განხორციელდება.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომი“ წლების წინ დაიწყო. პუტინის თქმით, დასავლეთი ყველანაირად ეცდება ახალი სანქციების დასაწესებლად მიზეზების პოვნას. მას მიაჩნია, რომ სანქციების მიზანი რუსეთის განვითარების შეფერხებაა.

"ინტერპრესნიუსი"