"მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი" - რას წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი" - რას წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი?

ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ.

"ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი.

ჩემი ერთადერთი იმედი უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებმაც რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება არ უნდა მისცენ და მაშინ მარტო ცხინვალისა და უკრაინული ოლქების ნაწილის მიერთება აზრს კარგავს.

ასევე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ და საქართველოს გადარჩენის საქმე ხელში ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს“,- წერს სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"