საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან? - კვირის პალიტრა

საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან?

საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ეხმაურებოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას, რომ მოსკოვი ბუნებრივ აირის მიწოდებას შეუჩერებს მათ, ვინც მისი საფასურის რუბლით გადახდაზე უარს იტყვის.

"ხვალ შეიძლება იყოს ისეთი ვითარება, რომ აღარ იქნება რუსული გაზი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მოვამზადოთ ამ სცენარებისთვის და ჩვენ ვემზადებით", - ამის შესახებ ბრუნო ლე მაირმა ბერლინში მის გერმანელ კოლეგასთან, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"