საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაარჩინეს მაშველებმა ქობულეთში დელფინი სიკვდილს. "ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინესქობულეთში მეხანძრე-მაშველებმა ზღვის სანაპიროსთან დელფინი გადაარჩინეს. მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა.სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.