"როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაშია და არის გარკვეული მინიშნებები, რომ გაათავისუფლა ან შინაპატიმრობა მიუსაჯა ზოგიერთ მრჩეველს" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაშია და არის გარკვეული მინიშნებები, რომ გაათავისუფლა ან შინაპატიმრობა მიუსაჯა ზოგიერთ მრჩეველს"

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ახლა მის ზოგიერთ მრჩეველს სჯის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ს არ აქვს ბევრი მყარი მტკიცებულება ამის დარწმუნებით სათქმელად. “

ბევრი ვარაუდი არსებობს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ამას დარწმუნებით არ ვამბობ - ვიმეორებ, როგორც ჩანს, თვითიზოლაციაშია და არის გარკვეული მინიშნებები, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინა პატიმრობა მიუსაჯა მის ზოგიერთ მრჩეველს, მაგრამ მე არ მსურს დაზუსტებით საუბარი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის მყარი მტკიცებულება”, - აღნიშნა ბაიდენმა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა ამ კვირაში დაზვერვის შეფასებით გამოთქვეს ვარაუდი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარის „წარმატებების შესახებ“ პუტინი მისმა სამხედრო მრჩეველებმა შეცდომაში შეიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"