"შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის! ყველა მოღალატე დაისჯება!" - კვირის პალიტრა

"შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის! ყველა მოღალატე დაისჯება!"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა.

"დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ანტიგმირებთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუსწორდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გენერლობა ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ხერსონის ოლქში, კრივორუჩკო სერგი ალექსანდროვიჩს.

„ის სამხედრო ოფიცრებს შორის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების სამხედრო ფიცს, აუცილებლად ჩამოერთმევათ უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.