უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მე-60 ცალკეული ქვეითი ბრიგადის დამცველების ძალისხმევით გათავისუფლებულია ხერსონის ოლქის შემდეგი დასახლებები: ნოვოვორონცოვკა, მალაია შესტერნია, ნოვოგრიგოროვკა, ტოპოლინოე, კნიაზევკა, კრასნოვკა, სვობოდნოე, პრიგორიე, კოჩუბეევკა და ორლოვო,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული დასახლებული პუნქტები ამჟამად მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება.