ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი?
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, როგორც ქართული, ისე რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, საზოგადოებას აინტერესებდა მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ქეთა მხოლოდ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული "სთორით" შემოიფარგლა, სადაც ეწერა - "არა ომს."
თოფურიას მეორე ქმარი ლევ ძენგოვი, რომელთანაც მას ერთი საერთო შვილი ადამი ჰყავს, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, თუმცა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან ერთად გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ის ჩეჩნეთის ლიდერის მრჩეველია.
ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი?ლევ ძენგოვი, სინამდვილეში პაველ გუზბანდი, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაიბადა. სამშობლოში 14 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხანი შოუბიზნესში სცადა ბედი და რუსულენოვან პოპჯგუფ Arbat-ში მღეროდა. ქეთა თოფურიაზე დაქორწინებამდე ძენგოვი პოპულარული თავისი თანამდებობით გახდა. ის ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.
"ლევ ძენგოვს რუსეთის მთავრობაში უნიკალური პოზიცია უკავია. ფაქტობრივად, ის არის ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მრჩეველი და რუსი დიპლომატი, რომელიც აწარმოებს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ლიბიის მმართველ ჯგუფებთან. თუმცა მას ყველა იცნობს, როგორც კერძო პირს, ბიზნესმენს", - წერენ მასზე რუსულ მედიაში.
ლევის კარიერული გზა წლების წინ დაიწყო, როდესაც 2008 წელს ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი გაიცნო. თავიდან საქმე მშვენივრად მიდიოდა. მნიშვნელოვანი კონტრაქტიც გაფორმდა - 2011 წელს აფრიკაში ფეხბურთის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და ძენგოვის ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო შესანიშნავი კონტრაქტი სპორტული შენობებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, შემდეგ, თითქოს "არაბულმა გაზაფხულმა" გეგმები არია, თუმცა რეალურად, ყოველივე ძენგოვისთვის კარიერულ პლაცდარმად იქცა.
ძენგოვმა ლიბიასთან ურთიერობა კადიროვთან მეგობრობის შედეგად აღადგინა. მისი კარიერული წინსვლა ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების გათავისუფლებას უკავშირდება. 2015 წელს ლიბიაში რუსული ტანკერი შეიპყრეს, მეზღვაურების გასათავისუფლებლად კი საჭირო გახდა დიპლომატია, რაშიც მაშინ ჯერ კიდევ პაველ გუზბანდი (ლევ ძენგოვი) მონაწილეობდა. სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ დაირქვა ფსევდონიმი ლევ ძენგოვი, რადგან სურდა დაეცვა თავისი ოჯახი და ნათესავები. მალე ბელარუსმა ბიჭმა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმართვის მეშვეობით, სხვადასხვა ტიპის ბიზნესპროექტები აფრიკაში, ინდონეზიაში, ეკვატორულ გვინეაში და სხვა ქვეყნებში დაიწყო.
ლევ ძენგოვი ჩეჩნების გვერდით ექვსწლიანი ცხოვრების განმავლობაში აღიარებს, რომ შეუყვარდა ეს ხალხი. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს მათი ცხოვრების წესი და საკითხების გადაწყვეტის მიმართ მათი დამოკიდებულება.
"როდესაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში მიხეილ ბოგდანოვთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგვეთავისუფლებინა მეზღვაურები, ცხადი გახდა, რომ ჩემი ოჯახის დაცვა მჭირდებოდა სამუშაო ფსევდონიმით, რომლითაც თავს წარვადგენდი", - იხსენებდა მოგვიანებით ძენგოვი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები