"ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესი, ასევე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობა" - კვირის პალიტრა

"ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესი, ასევე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობა"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო მოლაპარაკება გამართა.

როგორც ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მათ რუსულ აგრესიასთან გამკლავების პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესსა და მის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს.

„საუბარი გაგრძელდა ემანუელ მაკრონთან. ვესაუბრე მას რუსულ აგრესიასთან გამკლავების საკითხზე. განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესი - კურსი და პერსპექტივები, ასევე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობა. მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით საფრანგეთის დახმარების ინიციატივა უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

IPN