ვინ არის მძღოლი, რომელიც შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს, 8 წლის ბავშვს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ვინ არის მძღოლი, რომელიც შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს, 8 წლის ბავშვს დაეჯახა

31 მარტს, თბი­ლის­ში შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 8 წლის ბავ­შვი მძი­მედ და­შავ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე ურ­თუ­ლე­სია. რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, მო­ზარ­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც, რომ­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც არას­რულ­წლო­ვან­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბი­ლის­ში, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე დ.ჯ.-მ, რო­მე­ლიც "BMW“-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, გა­და­ა­ჭარ­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რის ზღვარს, მე­ო­რე სა­მოძ­რაო ზო­ლი­დან პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში გა­დას­ვლის მა­ნევ­რი "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად დ.ჯ.-ს მარ­თვის ქვეშ მყოფ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და იქვე მდგომ 8 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა.

საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვან­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ჯ. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია), წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს", - ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი 37 წლის და­ვით ჯა­ლა­ღო­ნი­აა. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კა­ცი თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს. იხილეთ სრულად