კიევის ოლქში, ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

კიევის ოლქში, ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც ქალაქის საბჭო აქვეყნებს.

"31 მარტი ჩვენი დასახლებული პუნქტის ისტორიაში შევა როგორც რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების დღე“, - განაცხადა მერმა.

ამის მიუხედავად, დღეს ქალაქ ბუჩას საბჭოს მდივანმა ტარას შაპრავსკიმ და დეპუტატმა ეკატერინა უკრაინცევამ განაცხადეს, რომ ქალაქში მოსახლეობის დაბრუნება ჯერ კიდევ საშისია, რადგან ქალაქში ბევრი ნაღმია დატოვებული და არ არის გამორიცხული, აქ დივერსანტები ისევ იყვნენ.

"ინტერპრესნიუსი"