ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა - 23-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - კვირის პალიტრა

ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა - 23-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ხმაური იყო 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ცესკო-ს ვერიფიკაციის აპარატს პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ამომრჩეველთა სიის ამობეჭდვა ვერ მოხერხდა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, რის გამოც მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები ჩაინიშნა.