"დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მისი სიმამაცე და თავგანწირვა ქართველი ვაჟკაცის სიმბოლოა" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მისი სიმამაცე და თავგანწირვა ქართველი ვაჟკაცის სიმბოლოა"

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, არჩილ ტატუნაშვილის გმირობა მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სამშობლო.

„დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა.

მისი სიმამაცე და თავგანწირვა ქართველი ვაჟკაცის სიმბოლოა. მისი გმირობა კი, მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სამშობლო!

დიდება გმირებს!“ - წერს გახარია „ფეისბუქში“.