"ტიტე, ყველა დაგტირის... ჯერ ახალმოყვანილი ცოლი დაკარგა და ახლა ეს უბედურება" - ვინ არის ქუთაისში მოკლული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"ტიტე, ყველა დაგტირის... ჯერ ახალმოყვანილი ცოლი დაკარგა და ახლა ეს უბედურება" - ვინ არის ქუთაისში მოკლული მამაკაცი?

ქუ­თა­ის­ში გო­გომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რა. შემ­თხვე­ვა მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. თვითმხილ­ველ­თა თქმით, 25- წლამ­დე კაცს და­ზი­ა­ნე­ბა ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. იგი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე გა­იქ­ცა.

ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და სა­პატ­რუ­ლოს ჯგუ­ფე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა არ­ტე­რი­ა­ზე ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მომ­ხდარს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი უძღო­და წინ, თუმ­ცა, რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია. ად­გილ­ზე მყო­ფებს ყვი­რი­ლის ხმა არ გა­უ­გო­ნი­ათ.

AMBEBI.GE-ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოკ­ლუ­ლი 40 წლამ­დე ასა­კის ტიტე კორ­ძა­ძეა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს და გარ­დაც­ვლილს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ. გარ­დაც­ვლი­ლი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის სიძე იყო.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, კორ­ძა­ძის მე­უღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

"რო­გორც ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნა ტი­ტეს ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აბ­რა­ლებ­და, რაც კონ­ფლიქ­ტის და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

გარ­დაც­ვლილს მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან:

"ტიტე მთე­ლი სო­ფე­ლი დაგ­ტი­რის, სული გვეწ­ვის ალალ­მარ­თა­ლო ბიჭო! უბო­რო­ტო, კე­თი­ლო... მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, რომ ამ­ბო­ბენ ღმერ­თსაც კარ­გე­ბი უნ­დაო. კარ­გი არა სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყა­ვი შენს სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არ უწე­რია" (გაგრძელება)