რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული მარიანა ვიშემირსკაია და მისი შვილი ტყვედ აიყვანეს - კვირის პალიტრა

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული მარიანა ვიშემირსკაია და მისი შვილი ტყვედ აიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული ერთ-ერთი ქალი მარიანა ვიშემირსკაია და მისი შვილი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Обозреватель“ მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოხალისეების განცხადებით, ისინი ახალგაზრდა დედისა და მისი ახალშობილის გადარჩენას და მარიუპოლიდან გაყვანას ნათესავების თხოვნით ცდილობდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. მათივე განმარტებით, ახლა ოკუპანტები ახალგაზრდა ქალს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ, მარიუპოლში ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად.

ცოტა ხნის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მარიანა ვიშემირსკაიასთან ჩაწერილი ინტერვიუც გაავრცელა.