"ეს მორაგბე დიმა ბასილაიაა, კიევში ცხოვრობს და ერთი თვეა თავისი ხარჯებით კვებავს მოხუცებს, მედპერსონალსა და არმიას" - რას წერს ელისაშვილი უკრაინიდან?
პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, სოციალურ ქსელში იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს.
ელისაშვილის თქმით, უკვე ერთი თვეა ბასილაია საკუთარი ხარჯებით კვებავს მოხუც მეზობლებს, საავადმყოფოს პერსონალს, პაციენტებს და არმიას.
"ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად. თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი!
სიკვდილი რუს ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!", - წერს უკრაინაში მყოფი ელისაშვილი.