"ეს მორაგბე დიმა ბასილაიაა, კიევში ცხოვრობს და ერთი თვეა თავისი ხარჯებით კვებავს მოხუცებს, მედპერსონალსა და არმიას" - რას წერს ელისაშვილი უკრაინიდან? - კვირის პალიტრა

"ეს მორაგბე დიმა ბასილაიაა, კიევში ცხოვრობს და ერთი თვეა თავისი ხარჯებით კვებავს მოხუცებს, მედპერსონალსა და არმიას" - რას წერს ელისაშვილი უკრაინიდან?

პარ­ლა­მენ­ტა­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­შია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხშირად ავრცელებს.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, უკვე ერთი თვეა ბა­სი­ლა­ია სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით კვე­ბავს მო­ხუც მე­ზობ­ლებს, სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალს, პა­ცი­ენ­ტებს და არ­მი­ას.

"ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად. თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი!

სიკვდილი რუს ოკუპანტებს!

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!", - წერს უკრაინაში მყოფი ელი­საშ­ვი­ლი.