"რა საცოდაობაა ბათუმში, ჩაცუცქულების პარტიით უნდათ ქვეყნის მართვა - სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა" - კვირის პალიტრა

"რა საცოდაობაა ბათუმში, ჩაცუცქულების პარტიით უნდათ ქვეყნის მართვა - სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა"

სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი „კრიმინალურ სიმბიოზზე“ ბევრად მრავალრიცხოვანია.

„რა საცოდაობაა ბათუმში, ჩაცუცქულების პარტიით უნდათ ქვეყნის მართვა. ქართველი ხალხი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს მთელი კრიმინალური სიმბიოზი. სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა“,- წერს სააკაშვილი.