ცესკო:"რუსთავის ყველა უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმების 90.61% მიიღო" - კვირის პალიტრა

ცესკო:"რუსთავის ყველა უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმების 90.61% მიიღო"

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის ყველა უბნის დათვლის შედეგად, "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმების 90,61 % მიიღო.

121 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, შატაკიშვილმა ხმების 90.61% (34333 ხმა)მიიღო; „სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ - 6,95% (2634 ხმა); „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა კი 2,43%(923 ხმა).

ცნობისთვის, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელიც რუსთავს და გარდაბნის ნაწილს მოიცავს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის ასარჩევად კი კენჭისყრა №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"