"პუ­ტინს ფა­ვო­რიტ­მა ქალ­მა უღა­ლა­ტა" - რას წერენ ანა ნეტრებკოზე? - კვირის პალიტრა

"პუ­ტინს ფა­ვო­რიტ­მა ქალ­მა უღა­ლა­ტა" - რას წერენ ანა ნეტრებკოზე?

"ფულ­მა და­ა­მარ­ცხა პუ­ტი­ნი...", "პუ­ტინს ფა­ვო­რიტ­მა ქალ­მა უღა­ლა­ტა" - ორი დღეა, რაც რუ­სუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დია ოპე­რის მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­ზე ანა ნეტ­რე­ბკო­ზე წერს.

ჯერ კი­დევ 4 მარტს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სივ­რცე, მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რაც შე­უ­ერ­თდა და რუს სოპ­რა­ნოს, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭერს, ანა ნეტ­რე­ბკოს პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბე­ბის­გან გა­მი­ჯვნის­კენ მო­უ­წო­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მისი თე­ატ­რი­დან მოკ­ვე­თა და­ა­ა­ნონ­სა.

ანა ნეტ­რე­ბკომ მა­შინ თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ეს მო­თხოვ­ნა არ შე­ას­რუ­ლა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მეტ ოპე­რა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აღარ აპი­რებს. „ეს ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის, რად­გან ანა ნეტ­რე­ბკო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სოპ­რა­ნო იყო, მაგ­რამ მა­შინ, როცა პუ­ტი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხს ხო­ცავს უკ­რა­ი­ნა­ში, უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვქონ­და“ - ასე­თი აღ­მოჩ­ნდა ოპე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა.

რო­გორც ჩანს, ნეტ­რე­ბკომ დიდ­ხანს ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, რად­გან და­სავ­ლეთ­ში მისი კა­რი­ე­რა ბეწ­ვზე ეკი­და. ომის და­წყე­ბი­დან 36-ე დღეს ცნო­ბილ­მა სოპ­რა­ნომ სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დაგ­მო. ნეტ­რე­ბკოს გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

- მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ უკ­რა­ი­ნის ომს და ჩემი ფიქ­რე­ბი ამ ომის მსხვერ­პლებ­თან და მათ ოჯა­ხებ­თა­ნაა. ჩემი პო­ზი­ცია ნა­თე­ლია. მე არ ვარ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და არც რუ­სე­თის ლი­დე­რის მო­კავ­ში­რე. ვა­ღი­ა­რებ და ვწუხ­ვარ, რომ ჩემი წარ­სუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ან გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­საძ­ლოა არას­წო­რად იქნა გან­მარ­ტე­ბუ­ლი იხილეთ სრულად