თბილისში მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი, არიან დაჭრილებიც.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"