"ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატო" - რას აცხადებს დავით არახამია? - კვირის პალიტრა

"ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატო" - რას აცხადებს დავით არახამია?

ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატო, - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმღძვანელმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალს ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი არ არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმები, თუმცა სურთ უფრო ახლოს გაეცნონ საკითხს და შეაფასონ ყველა რისკი“, - განაცხადა არახამიამ.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარანტორ ქვეყნებში ასევე იყვნენ თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

ამასთან, როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინა არ მოაწერს ხელს არც ერთ დოკუმენტს, სადაც რუსეთის ფედერაციას გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.

ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსული მხარე უკრაინასთან მოლაპარაკებებისას დაეთანხმა იმას, რომ რეფერენდუმი ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების პროცესში.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შეთხვევაში თუ უკრაინის მოსახლეობა რეფერენდუმზე მხარს არ დაუჭერს ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, არახამიამ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში შეთანხმებას არ ექნება იურიდიული ძალა და უკრაინა ან დაუბრუნდება საომარ ვითარებას ან დაუბრუნდება მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

"ინტერპრესნიუსი"