უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინა - ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ პრიპიატის ტერიტორიასა და ბელარუსის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
3 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში, კერძოდ კიევის რეგიონში, უკრაინელებმა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
"ინტერპრესნიუსი"