"9 მაისი არის ამ ომის წყალგამყოფი. თუ რუსეთმა ამ დღისთვის ვერ შეძლო, თუნდაც ფსევდო წარმატების გამოცხადება..."-  რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"9 მაისი არის ამ ომის წყალგამყოფი. თუ რუსეთმა ამ დღისთვის ვერ შეძლო, თუნდაც ფსევდო წარმატების გამოცხადება..."-  რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელ შედეგებს ფაშიზმზე გამარჯვებს დღეს უკავშირებს და თავის პროგნოზს გვამცნობს:

"9 მაისი არის ამ ომის მთავარი წყალგამყოფი.ეს დღე არის რუსეთის მთავარი იდეოლოგიური საყრდენი, რომლის ზეიმიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ახალი წლის.თუ მათ ამ დღისთვის ვერ შეძლეს თუნდაც ფსევდო, შუალედური, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატების გამოცხადება და შესაბამისად ჩაეშალათ “ფაშიზმზე” გამარჯვების აღლუმი, ეს იქნება იმის პირდაპირი სიმპტომი, რომ ომს წააგებენ.ამიტომ, 9 მაისამდე პერიოდი იქნება ომის გადამწყვეტი ეტაპი", - წერს გია ხუხაშვილი