რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს - კვირის პალიტრა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს

გვი­ან ღა­მით ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს ორი და დაჭ­რეს ხუთი ადა­მი­ა­ნი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხა­რე­ებს შო­რის ფი­ნან­სურ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­ჩე­ვას. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლია და ახლა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ თურ­ქეთ­ში მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით ყა­ლი­ჩა­ვას და "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის", ლე­ვან მარ­ღი­ას მხა­რე­ე­ბი.გარ­ჩე­ვა და­გეგ­მა ზუგ­დი­დელ­მა "კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა" ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც და­ვით ყა­ლი­ჩა­ვას და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­ჩე­ვა უკ­ვა­შირ­დე­ბა და­ვით შენ­გე­ლი­ას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც ბიზ­ნეს­ში წილს სთხოვ­და ლე­ვან მარ­ღია, შენ­გე­ლი­ამ და­სახ­მა­რებ­ლად თურ­ქეთ­ში მყოფ ყა­ლი­ჩა­ვას მი­მარ­თა, რო­მელ­მაც საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა ზუგ­დი­დელ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ას და­ა­ვა­ლა.

დაჭ­რი­ლებს შო­რი­საა ხვი­ჩა ცხა­კა­ი­აც, რო­მე­ლიც ახლა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ას ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბია. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 109-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"