"ბუჩას ფოტოები აუტანელია და რუსეთმა პასუხი უნდა აგოს" - კვირის პალიტრა

"ბუჩას ფოტოები აუტანელია და რუსეთმა პასუხი უნდა აგოს"

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ არის გადაღებული, "აუტანელი" უწოდა.

მაკრონმა თანაგრძნობა გამოხატა უკრაინელებისა და მსხვერპლთა მიმართ და დასძინა: „რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“.

როგორც BBC-ი წერს, საფრანგეთის ლიდერი, რომელსაც მიმდინარე თვეში ეროვნული არჩევნები ელოდება, რეგულარულად ესაუბრებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის და შემდგომ პერიოდში, და პოზიციონირებს მშვიდობის შუამავლად.

IPN