"ოკუპანტები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იყვნენ, კოლეგებს რადიაციით დაასხივებენ" - კვირის პალიტრა

"ოკუპანტები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იყვნენ, კოლეგებს რადიაციით დაასხივებენ"

რუსი ოკუპანტები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ეწვივნენ, კოლეგებს რადიაციით დაასხივებენ, - ამის შესახებ ჩერნობილის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, რადიაციული დაზვერვის ოფიცერმა, სერგეი მირნიმ განაცხადა.

შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედროებს რადიაციის გავრცელება, მან განაცხადა.

"დიახ, მათ შეუძლიათ ტანსაცმელზე რადიოაქტიური მტვერი ატარონ. თუ ტანსაცმელს გამოიცვლი, დაიბან, მაშინ სხვას მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ არ მგონია უკან დახევის პირობებში დამპყრობლებს საშუალება ჰქონდათ გამოეცვლათ ფორმა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როგორ მუშაობს არმია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც სადგურზე ყოფნის დროს ეცვათ ახლაც აცვიათ“, - განაცხადა მან.

IPN