Reuters: "რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა" - კვირის პალიტრა

Reuters: "რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა"

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აფეთქებების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბელგოროდში, მისი სახლის ფანჯრები შეარყია.

Reuters-ის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა „შეარყიოს სამშვიდობო ძალისხმევა“, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

ბელგოროდის მიმდებარე რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვირას სოფელ ტომაროვკაში აფეთქება მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა და არც ქონება დაზიანებულა.

"იყო აფეთქება, ნამსხვრევები მიწაზე დაეცა", - Telegram-ში წერს ოლეგ მედვედევი, ბელგოროდის მახლობლად მდებარე იაკოვლევსკის რაიონის ხელმძღვანელი. მან არ დააკონკრეტა ნამსხვრევების ხასიათი და აფეთქების მიზეზი. გაურკვეველია, იყო თუ არა მედვედევის მიერ აღწერილი აფეთქება ერთ-ერთი იმ აფეთქებიდან, რომელიც მოწმეებმა გაიგონეს.

IPN